ადგილზე მიტანის ინფოში გთხოვთ მიუთითოთ ზუსტი მისამართი (ქუჩა, ჩიხი, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ ოფისია). მისამართთან ერთად მიუთითეთ კომპანიის დასახელება.  იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მიტანა ვერ მოხერხდა თქვენს მიერ არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო, შეკვეთა ითვლება შესრულებულად. თქვენი შეკვეთა შეინახება 72 საათის განმავლობაში. შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ.

თუ თვენთვის უცნობია მიმღების მისამართი, შეგიძლიათ მიუთითოთ მხოლოდ ტელეფონის ნომერი, ჩვენი ოპერატორი მიმღებთან დააზუსტებს ადგილზე მიტანის მისამართს.

თქვენ შეგიძლიათ არ მიუთითოთ მიმღების ტელეფონის ნომერი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ შეკვეთის მიტანის დროს მიმღები აუცილებლად დაგვხდება თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. თუ მიმღები არ დაგვხდება ადგილზე, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შეკვეთა დავუტოვოთ მესამე პირს (მეზობელს ან კოლეგებს). ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად, მაგრამ თუ შეკვეთის გადაცემა ვერ მოხერხდა მესამე პირზეც თქვენი შეკვეთა შეინახება 72 საათის განმავლობაში. შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ.

QiQishop.ge გთავაზობთ მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარსა და ლაშქრობის აქსესუარებს აღნიშნული სახეობების შესაბამისად. რიგ შემთხვევებში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას პროდუქციის და შესაფუთი მასალის ეკვივალენტურ ჩანაცვლებას, (რადგან პროდუქცია არის იმპორტირებული) იმ პირობით, თუ მომხმარებლისთვის ეს ცვლილებები მისაღებია.

ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცემა თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად, კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება მესამე პირზე გადაცემას. მიმღები ინფორმაციას შემკვეთის შესახებ იღებს მხოლოდ შემკვეთის სურვილის შემთხვევაში. ყველა დანარჩენი მონაცემები, რომელიც მითითებულია შეკვეთის შესასრულებლად, მიმღებს არ გადაეცემა.

საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია TBC ბანკის უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით. იმისათვის რომ განახორციელოთ გადახდა საჭიროა თქვენი ბარათის მონაცემები, ამ მონაცემების გადაცემა ხორციელდება უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით TBC ბანკის ელექტრონული გადახდების გვერდზე. ინფორმაცია გადაიცემა დაშიფრული სახით და ინახება მხოლოდ სპეციალიზირებულ საბანკო სერვერზე.

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის გაფორმებიდან ერთი საათის განმავლობაში წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (info@qiqishop.ge)